სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოფიცერი დავით
აკობია ამჟამად მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
აღნიშნულ ინფორმაციას
პროკურატურა ავრცელებს.
„დავით აკობია თანამშრომლობს გამოძიებასთან, მან უკვე
მისცა ჩვენება და აწვდის გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას. სავარაუდოდ, დავით
აკობია ისარგებლებს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით“,- ნათქვამია
განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დავით აკობია გლდანის საპყრობილეში ფარულად გადაღებული ვიდეო-ჩანაწერის, სადაც პატიმართა წამებაა ნაჩვენები, ერთ-ერთი ავტორია.
internet.ge