GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პატიმართა წამების ყველა ჩანაწერი გლდანის მე-8 საპყრობილეშია გაკეთებული
14:24 20.09.2012
დღის სიახლეები

პროკურატურა პატიმართა წამებაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირზე განცხადებას ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 20 სექტემბერს, გამთენიისას სამართალდამცველებმა დააკავეს კიდევ ერთი  დამნაშავე, გლდანის მე-8 საპყრობილის არასრულწლოვანთა განყოფილების მორიგე ინსპექტორი კობა ჩიკვატია. იგი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ დანაშაულშია მხილებული.

აღნიშნული დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 11 მოხელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ დღეს  სასამართლოს მიმართა. ზემოაღნიშნული შუმდგომლობა სასამართლომ  დააკმაყოფილა.

სასსჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მე-8 საპყრობილის დაკავებულ თანამშრომლებს წარედგინათ ბრალდება  144(1) (ას ორმოცდაოთხი პრიმა) მუხლით (წამება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც ბრალდებულებს 9-დან 15 წლამდე სასჯელი ემუქრებათ; ხოლო 144(3) (ას ორმოცდაოთხი ტერცია) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის  (დამამცირებელი და არაადამინური მოპყრობა) ჩადენაში ბრალდებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ  ფირებზე აღბეჭდილი ყველა დანაშაული ჩადენილია გლდანის მე-8  საპყრობილის ტერიტორიაზე.

გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით, აცხადებენ პროკურატურაში და დასძენენ, რომ ნებისმიერი პატიმრის კანონიერი უფლების ან ჯანმრთელობის ხელყოფა უმკაცრესად იქნება დასჯილი.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისობის ღონისძიებებს თბილისის მერი ესწრება1
უმრავლესობის წევრები გუნარდ ვიგანდის შეხვდნენ2
სახალხო დამცველი დევნილთა მიერ სხვადასხვა შენობების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა3
ბათუმში ზაფხულის საერთაშორისო ფესტივალი იწყება4
მწერალ ზაზა ბურჭულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X