GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქალაქო სასამართლომ #8 საპყრობილის თანამშრომლების მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა განიხილა
16:10 20.09.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის #8 საპყრობილის თანამშრომლების მიმართ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა განიხილა: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის   გაგა მკურნალიძის, ასევე თბილისის #8 საპყრობილის დირექტორის დავით ხუჭუას და მისი მოადგილის ვიქტორ ყაჭეიშვილის,  თბილისის #8 საპყრობილის თანამშრომლების:   ბორის ფარულავას,  მანუჩარ ლომთაძის, გიორგი კვარაცხელიას, ლევან ფურცხვანიძის, ლევან ფხალაძის, ოლეგ ფაცაციას, კობა ჩიკვატიასა და  გურამ ცომაიას  მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ. 
ბორის ფარულავას, ლევან ფურცხვანიძესა და ლევან ფხალაძეს,  ბრალად ედებათ: წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მორალურ და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას, მანუჩარ ლომთაძეს, გიორგი კვარაცხელიას და ვიქტორ ყაჭეიშვილს, ბრალად ედებათ: პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი და მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლება-შეზღუდული პირის მიმართ;
ოლეგ ფაფაციას და გურამ ცომაის ბრალად ედებათ: წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მორალურ და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
კობა ჩიკვატიას ბრალად ედება:  წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მორალურ და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული ორი და მეტი პირის მიმართ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა. კონკრეტული  აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულებს  ბრალად ედებათ განზრახი, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა, რომელიც ატარებდა ძალადობრივ ხასიათს, რის გამოც არსებობს ბრალდებულთა  მხრიდან მიმალვის, მათ მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის  ხელის შეშლის, ასევე, მოწმეებზე ზემოქმედების  საშიშროება. 
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ბრალდებულებს: ბორის ფარულავას,  გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას, მანუჩარ ლომთაძეს, გიორგი კვარაცხელიას, ლევან ფურცხვანიძეს, ლევან ფხალაძეს, ოლეგ ფაცაციას, ვიქტორ ყაჭეიშვილს, კობა ჩიკვატიასა და  გურამ ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2012 წლის  8 ნოემბერს  11 საათზე.
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვაშაძემ და ქლინტონმა ნატოს სამიტის ფორმატზე იმსჯელეს1
აფეთქების შედეგად მაღალსართულიანი კორპუსი იშლება2
ბათუმში, 25 მეტრიანი კოშკის შადრევნიდან, წყლის ნაცვლად ქართული ჭაჭა გადმოდის3
ქუთაისში ბაგრატის ტაძრის კურთხევას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან4
ტელეკომპანია „დიას“ სიუჟეტი - ვალერი გელაშვილის ფუჭი დაპირების მსხვერპლნი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X