GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა
17:21 20.09.2012
დღის სიახლეები

23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 53 წლის ივერი გოგბერაშვილი დღეს მოსამართლემ სასამართლოს დარბაზიდან გააძევა.

ივერი გოგბერაშვილის გაღიზიანება, დასკვნითი სიტყვის დროს,  მის მიერ ჩადენილი მკვლელობის ამსახველი ფოტო მასალის გამოქვეყნებას მოჰყვა, ბრალდებულმა ჯერ დარბაზის მისამართით დაიწყო შეურაცხმყოფელი შეძახილები, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოსამართლესა და პროკურორს მიაყენა, რის გამოც მოსამართლემ მისი დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულმა დღესვე ადვოკატ შალვა შავგულიძის აცილებაც მოითხოვა, რაც მოსამართლემ დაუკმაყოფილა.

სასამართლო დარბაზში მომხდარ ინციდენტამდე გოგბერაშვილმა ჩვენების მიცემის წინ ფიცის დადებაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული ივერი გოგბერაშვილის ექსტრადიცია უკრაინიდან რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა, მას სასამართლო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ხვალ გამოუტანს განაჩენს.

გოგბერაშვილის გარდა, ზურა ტარყაშვილის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს: დავით რუსიშვილს (იგი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს და მოსამართლეს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს. რუსიშვილს 21 წლით პატიმრობა შეეფარდა), მიმალვაში მყოფ ირაკლი აგლაძეს (მას 30 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს) და მიმავლაში მყოფ დავით ჯოხაძეს (მისი საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა).

გამოძიება მუშაობს ტარყაშვილის მკვლელობის სხვა თანამონაწილეების მიმართაც. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი უნივერსიტეტიდან მიდის1
ჩინეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება (VIDEO)2
საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა3
მიხეილ სააკაშვილი: მთავრობამ ქვეყანაში არსებული რეალობა უნდა დაინახოს4
აშშ-სა და საქართველოს შორის კონსულტაციები გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X