ნოვოსიბირსკში სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს
მამაკაცი, რომელმაც წლინახევრის ბავშვი ჯერ მოკლა, შემდეგ კი ძაღლებს აჭამა.
გაირკვა შემზარავი მკვლელობის კიდევ ერთი დეტალი:
ანდრეი მორგუნოვმა ნიკოლა კარპოვი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი დანით აკუწა.
გაირკვა ისიც, რომ მორგუნოვი ჟურნალისტია და
ნოვოსიბირსკის ჟურნალისტთა კავშირის წევრია, თუმცა ამჟამად დიზაინერად მუშაობს.
თავის გვერდზე სოციალურ ქსელში, მას ასევე მითითებული აქვს, რომ არის რუსეთის ჟურნალისტთა
კავშირის წევრიც და მრავალი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებაში აქვს მონაწილეობა
მიღებული.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ახალგაზრდა
დედამ, რომელიც დასთან სტუმრად ჩავიდა, ბავშვი ასევე სტუმრად მყოფ მორგუნოვს
დაუტოვა და თავად დასთან ერთად სოკოს საკრეფად წავიდა. უკან დაბრუბეულებს კი
შემზარავი სურათი დახვდათ: ოთახი სისხლით იყო მოსვრილი, იქვე იპოვეს ბავშვის
დაგლეჯილი სხეულიც.
ოჯახში ჰყავდათ როტვეილერი, რომელიც ოთახში გაზის მილზე იყო მიბმული.
თავდაპირველად ივარაუდეს, რომ ბავშვი ძაღლმა დაგლიჯა.
ამასთან, ადგილზე არ დახვდათ მამაკაცი, რომელსაც
ბავშვის მოვლა სთხოვეს.
ექსპერტიზამ კი გაარკვია, რომ ძაღლის ნაკბენების გარდა ბავშვს სხეულზე 91 ჭრილობა
დანით ჰქონდა მიყენებული.
პოლიცია აცხადებს, რომ წლინახევრის ნიკოლა ჯერ
გააუპატიურეს, მერე დანით დაჭრეს და ბოლოს კვალის დასაფარად, მისი სხეული ძაღლს
მიუგდეს.
დაკავებულმა მამაკაცმა დანაშაული უკვე აღიარა.
internet.ge