GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გოგბერაშვილის ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს
15:23 21.09.2012
ივერი გოგბერაშვილი
დღის სიახლეები

23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ივერი გოგბერაშვილის ადვოკატმა, მისი დასაცავი პირისთვის, გამამართლებელი განაჩენი მოითხოვა.

ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

საქმის მასალების მიხედვით, პირობითი მსჯავრის მქონე, 1960 წელს დაბადებულმა ივერი გოგბერაშვილმა,  2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე შეიარაღებულ პირთან ერთად 23 წლის ზურა ტარყაშვილი, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

გამოძიებით დადგენილია, რომ მკვლელობა ივერი გოგბერაშვილის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული. ზურა ტარყაშვილს 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მათ შორის საკონტროლო გასროლა სწორედ გოგბერაშვილმა განახორციელა. რის შემდეგაც დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საგულისხმოა, რომ ივერი გოგბერაშვილმა, რომელიც მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სამართალდამცავებმა უკრაინაში დააკავეს, ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გოგბერაშვილმა ზურა ტარყაშვილის ვანდალური მკვლელობა სასამართლოს დარბაზშიც დაადასტურა. გოგბერაშვილი ტარყაშვილის მკვლელობას არც ახლა უარყოფს და სასამართლო პროცესებზე ღიად აცხადებს, რომ მან 23 წლის ბიჭი მოკლა.

მიუხედავად ამისა, მისმა ადვოკატმა დღეს გამამართლებელი განაჩენი მოითხოვა, რითაც დარბაზის გაოცება და აგრესია გამოიწვია.

გოგბერაშვილის გარდა, ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები არიან: დავით რუსიშვილი (მიუსაჯეს 21 წელი), ირაკლი აგლაძე (დაუსწრებლად მიუსაჯეს 30 წელი), დავით ჯოხაძე (მისი საქმის განხილვა არ დაწყებულა)...

გამოძიება მკვლელობის სხვა თანამონაწილეებზეც მუშაობს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სოხუმი და ცხინვალი ტერმინ ოკუპაციას აპროტესტებენ1
დასუფთავების ახალი ტარიფი ძალაში შევიდა2
საქართველოს პატრიარქი თბილისს აკურთხებს3
საარჩევნო ბიულეტენები 7 სტამბაში იბეჭდება4
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X