პოლიციამ დაჩი ცაგურია დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს შს
სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ცაგურიას დაკავების შესახებ
დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ცაგურია რუსთაველის
გამზირის მიმდებარე ტერიტორიიდან, სავარაუდოდ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო აიყვანეს.
internet.ge