ნორვეგიელმა
ტერორისტმა ციხის ადმინისტრაციასა და პოლიციას აცნობა, რომ იცის იმ 10 ადამიანის
ვინაობა, რომელთაც მისი მოკვლა სურთ. ბრეივიკი ამბობს, რომ მუქარის წერილებს
ციხეში ფოსტით იღებს.
მას
შემდეგ, რაც სასამართლომ ტერორისტს გაზეთებისა და წერილების მიღების უფლება მისცა,
ბრეივიკის მისამართით მთელი მსოფლიოდან უამრავი კორესპონდენცია მიდის.
თავად
ტერორისტის თქმით, მას აქვს ორი წერილი, სადაც გარკვევითაა გამოხატული მისი
მოკვლის სურვილი.
საკუთარი
მკვლელობის შიში, ტერორისტმა, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა, ექსპერტ-ფსიქიატრებტან
გამოთქვა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ბრეივიკს ფსიქიკური პრობლემები არ აქვს და
დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულიად ადექვატური იყო.
ნორვეგიელი
ტერორისტის სასამართლო პრცესი 16 აპრილს დაიწყება. მას ნორვეგიაში მოქმედი
ტერორიზმის მუხლის შესაბამისად, თავისუფლების 21 წლით აღკვეთა ემუქრება.
Internet.ge