თაქთაქიშვილი: ლუკა კურტანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდება
ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, "ქართული
ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი
ლუკა
კურტანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდება.
როგორც მმართველი გუნდის
პრესპიკერმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მათი
აქტივისტების მისამართით ძალადობის, თავდასხმის, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები ბოლო
4-5 დღის
განმავლობაში
განსაკუთრებით
გახშირდა.
„ქართული ოცნების" მხრიდან გახშირდა
პოლიტიკური
ნიშნით
თავდასხმების,
ძალადობის,
ფიზიკური
და
სიტყვიერი
შეურაცხყოფის
ფაქტები. გუშინ, წნორში "ქართული ოცნების"
მხარდამჭერების
მიერ
ძალადობის
შედეგად
დაშავდნენ
"ნაციონალური
მოძრაობის"
მხარდამჭერები,
მათ
შორის
ერთ-ერთი ქალი.
დღეს
კი
"ნაციონალური
მოძრაობის"
ერთ-ერთი მხარდამჭერი
"ქართული
ოცნების"
მომხრეების
მიერ
მძიმედ
იქნა
დაშავებული
ადიგენის
ერთ-ერთ სოფელში.
დაპირისპირება
მოჰყვა
იმას,
რომ
კოალიციის
აქტივისტები
ცდილობდნენ
თავიანთი
წინასაარჩევნო
პლაკატების
გაკვრას
ჩვენი
მომხრეს
საცხოვრებელი
სახლის
ღობეზე ერთ-ერთ შემთხვევაში ლუკა კურტანიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს საჯარო
მოხელის
მიმართ,
რომელიც
აზერბაიჯანული
წარმოშობისაა.
კურტანიძე
მას
საქართველოდან
გაძევებით
დაემუქრა,
თუ
ის პოლიტიკურ
შეხედულებას
არ
შეიცვლიდა",
- აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
მან "ქართულ ოცნებას" ძალადობისა და სიძულვილის ენით საუბრისგან თავის შეკავება მოსთხოვა.
internet.ge