ჩინეთის ერთ-ერთ საბავშვო
ბაღს მანიაკი დაესხა თავს. ბოროტმოქმედის
მსხვერპლი 16 ბავშვი გახდა.
გუანსი-ჩჟუანსკის
პროვინციის პოლიციამ უკვე დააკავა მოძალადე. ის დაკავებულია, დანაშაულის იარაღი -
შეშის საჭრელი ნაჯახი კი ამოღებულია.
მამაკაცი
საბავშვო ბაღის შენობაში მოულოდნელად შეიჭრა და სამი ბავშვი ნაჯახით დაჩეხა, 13 კი
მძიმედ დაჭრა.
ჯერჯერობით
ფსიქიატრიული ექსპერტიზა არ ჩატარებულა. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ
დაკავებული ჰყავთ მანიაკი, რომელსაც მცირეწლოვანთა სხვა მკვლელობებიც შეიძლება
ჰქონდეს ჩადენილი.
საბავშვო
ბაღის აღსაზრდელი 13 ბავშვი საავადმყოფოშია მოთავსებული. უმეტესობა მათგანის
ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად
იბრძვიან.
Internet.ge