ტულის
ოლქში აღმოაჩინეს მიწის სიღრმეში მდებარე გამოქვაბულები, სადაც ვარაუდობენ, რომ
ოკულტური რიტუალები ტარდება, რომელთა შედეგადაც, ადამიანები, უბრალოდ, ქრებიან.
იდუმალი
ადგილი მდინარე ოსიოტრის ნაპირზე მდებარეობს. მიწისქვეშეთს მოყვარულმა-მაძებრებმა
მიაგნეს.
ვარაუდობენ,
რომ ადრე აქ საბადო იყო, თუმცა შემდეგ
შავი რიტუალების ადგილად იქცა.
ამის
დასტურია უცნაური ნახატები და ნიშნები, რომლებიც კედლებზეა გამოსახული - ისეთები,
როგორებიც სწორედ ოკულტურ რიტუალებს ახასიათებს.
სხვადასხვა
დარგის სპეციალისტების გარდა მიწისქვეშეთის დანიშნულების დადგენის საქმეში
სამართალდამცველებიც არიან ჩართულები.
internet.ge