საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს
ტერიტორიაზე, კერძოდ კახეთში აღმოჩენილი სამარხიდან უნიკალური არქეოლოგიური
ნივთების რეალიზება კანონის გვერდის ავლით ხორციელდებოდა.
როგორც იუსტიციის მინისტრის
მოადგილემ ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადამიანთა ჯგუფს
ეროვნული საგანძური სარფის გავლით, გასაყიდად თურქეთში გაჰქონდა.
„საქართველოს პროკურატურის მთავარი ინსპექციის თანამშრომელთა მიერ, განსაკუთრებული
ისტორიული ღირებულების მქონე ნივთების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე რამედენიმე პირია
დააკავებული. გამოძიების თანახმად, გარკვეული ჯგუფი ყიდდა უძვირფასეს ნივთებს
საზღვარგარეთ“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, საქმე ეხება ლაგოდეხში აღმოჩენილი ყორღანიდან უძველისი
სამარხიდან მოპოვებულ ოქროსა და ვერცხლის
ნაკეთობების რეალიზაციას.
„ამოღებული ნივთები საქართველოს არქეოლოგიურ მუზეუმს გადაეცემა“,-
აღნიშნა კახიძემ.
Internet.ge