წინასაარჩევდოდ პოლიციის მოსყიდვის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" წევრები და მასთან დაახლოებული პირები
დააკავა.
როგორც შსს-ში გამართულ სპეციალურ
ბრიფინგზე დეტექტივმა
ლევან წიკლაურმა განაცხადა.
პოლიციის მოსყიდვის მცდელობისთვის დაკავებულნი არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე.
პოლიციამ ასევე ამოიღო დაკავებულთა მხრიდან
პოლიციის თანამშრომლისთვის შეთავაზებული 50 ათასი აშშ დოლარი“,-
განაცხადა დეტექტივმა.
მისვე განმარტებით, გამომდინარე იქიდან,
რომ ერთ-ერთი მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, სამინისტრო ოპერატიულ მასალას საქართველოს მთავარ პროკურატურას
გადასცემს.
შსს-ში პოლიციელების და საჯარო მოხელეების მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალა ჟურნალისტებს გადაეცათ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით აღნიშნულ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ძმიშვილი ფიგურირებს.
იხ. ბმული
internet.ge