GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასამართლომ დამაძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის ივერი გოგბერაშვილს 24 წელი მიუსაჯა
15:42 24.09.2012
დღის სიახლეები
2012 წლის 24 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა კიდევ ერთი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა ივერი გოგბერაშვილის მიმართ. მას ბრალად ედებოდა ზურაბ ტარყაშვილის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. 

საქმის მასალების მოხედვით:

2010 წლის 15 მარტს ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი საქმის გარჩევის დროს,  ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იქნა სანდრო გოგბერაშვილი. აღნიშნულ საქმეზე ხულიგნობის ბრალდებით   სამართალდამცველებმა სხვა პირებთან ერთად დააკავეს  ზურაბ ტარყაშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან  2011 წლის 4 ოქტომბერს გათავისუფლდა.  

გარდაცვლილი სანდრო გოგბერაშვილის მამამ - ივერი გოგბერაშვილმა განიზრახა შური ეძია და მოეკლა ზურაბ ტარყაშვილი. ამ მიზნით, იგი  დაუკავშირდა გარდაცვლილი შვილის მეგობრებს ირაკლი აგლაძეს და დავით რუსიშვილს. მიზნის განსახორციელებლად, მათ უკანონოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. 2011 წლის 17 ოქტომბერს, 14:30 საათზე, ზ.ტარყაშვილი პრობაციის ბიუროდან მივიდა თავის საცხოვრებელ სახლთან, რის შესახებაც დ. რუსიშვილმა დაუყოვნებლივ, აცნობა ივერი გოგბერაშვილს. მალევე დათქმულ ადგილას მივიდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიც,  ზ.ტარყაშვილის დანახვისთანავე, მათ, განზრახ მოკვლის მიზნით, მოახდინეს მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლები, რის გამოც ზ.ტარყაშვილი  გაიქცა რუსთაველის გამზირის მიმართულებით. რუსიშვილი,  გოგბერაშვილი და აგლაძე, მას სროლით გაეკიდნენ,  რითაც რუსთაველის გამზირზე მყოფ მრავალ პირს, განზრახ შეუქმნეს სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე. გაქცევის დროს ავტომობილების სავალ გზაზე წაქცეულ ზ. ტარყაშვილს, დაეწივნენ დ. რუსიშვილი და ი. აგლაძე და თავდაპირველად მათ განახორციელეს გასროლები დაზარალებულის მიმართ, ხოლო შემდგომი საკონტროლო გასროლები  აწარმოა  ი. გოგბერაშვილმა.

განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ თანამზრახველები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო ზ.ტარყაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ  დავით რუსიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე  თბილისის საქალაქო სასამართლომ  ნაფიც მსაჯულთა  შემადგენლობით განიხილა.  2012 წლის 14 ივნისს თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული დავით რუსიშვილი დამნაშავედ სცნო 2011 წელს  17 ოქტომბერს, ზურაბ ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში. 

მიმალვაში მყოფი ივერი გოგბერაშვილი დაკავებული და ექსტრადირებული იქნა უკრაინიდან.

საქმის არსებითი  განხილვისას ბრალდებულმა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა. ღია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლომ  დადასტურებულად მიიჩნია ივერი გოგბერაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება და მას სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შეკრების პრონციპით, საბოლოოდ  24  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კახი კალაძე: ვეცდებით „თელასიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლები უკან დაბრუნდნენ1
სასამართლომ დამაძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის ივერი გოგბერაშვილს 24 წელი მიუსაჯა2
ივანიშვილი: არჩევნებზე ჯარისკაცებად უნდა ვიქცეთ3
სოხუმელები კორუმპირებულ ჩინოვნიკებს არ ენდობიან4
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X