შსს
გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ლევან ალექსანდრეს ძე კოტეტიშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოტეტიშვილმა ცივი იარაღით (დანა) დაჭრა ენგურ ადუაშვილი. ადუაშვილს გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული ხელის არეში.
„ინციდენტი
შელაპარაკების
ნიადაგზე სოფელ ქერეში მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება, ამჟამად იკითხებიან მოწმეები“,- აღნიშნულია განცხადებაში.
internet.ge