უკრაინის სასამართლომ ფსიქიატრიული მკურნალობა
მიუსაჯა რუს დებს, რომლებმაც არასრულწლოვანი, 14 წლის ბიჭი მოკლეს.
ქალბატონებმა მოზარდს დანით ათობით ჭრილობა მიაყენეს. როგორც
გაირკვა, მკვლელობა რიტუალურ ხასიათს ატარებდა.
მოკლული ბავშვის სხეულზე 40 ჭრილობა დაითვალეს.
გარდა ამისა, მას ყელი გამოსჭრეს, რის შემდეგაც სახვევებში გაახვიეს და სახლთან
ახლოს გადააგდეს.
ყველაზე შოკისმომგვრელი გარემოება კი ის არის, რომ
მკვლელები ბავშვის დედა და დეიდა არიან, რომლებიც ოკულტურ ლიტერატურას
კითხულობდნენ.
დედა, შვილის მკვლელობით ცდილობდა დაებრუნებინა
ძალები, რომელიც, თითქოსდა, მას შვილმა წაართვა.
გაირკვა ისიც, რომ მკვლელობამდე, ბავშვმა თავად
მისცა დედას უფლება ხელ-ფეხი შეეკრა მისთვის, რათა წინააღმდეგობა არ გაეწია.
ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგ მკვლელი-დები
უმძიმეს სასჯელს მოიხდიან. მათ მიმართ საქმე განსაკუთრებული სისასტიკით პირთა
ჯგუფის მიერ ჩადენილი წინასწარგანზრახული მკვლელობის მუხლითაა არძრული.
Internet.ge