ITV: კახა კალაძე სამართალდამცავების ავტომობილს თავს დაესხა (VIDEO)
12:18 25.09.2012
|
დღის სიახლეები
|
ინტერნეტ ტელევიზია "ITV"-ის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახა კალაძე სამართალდამცავების ავტომობილს თავს დაესხა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის სამტრედიიდან წასვლის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, აქცია-მსვლელობა მოეწყო. ახალგაზრდების მრავალრიცხვოვან აქციას ხალხი მყისიერად შეუერთდა. სამტრედიელები ქალაქში ივანიშვილის გამოჩენას აპროტესტებდნენ, რომელიც მათი აზრით, ხალხს გამუდმებით ატყუებს.
"ITV"-ის ინფორმაციით, სწორედ ივანიშვილის საწინააღმდეგოდ მიმართულმა აქციამ გააღიზიანა კახა კალაძე და პოლიციელებს მოუწოდა, რომ მშვიდობიანი აქცია დაეშალათ, რაზეც მათგან უარი მიიღო. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი საპატრულო პოლიციის ავტომობილს მივარდა, ფანჯრებზე აკაკუნებდა და აქციის დაშლას მოითხოვდა. კალაძემ პოლიციელებს სიტყვერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამართალდამცავებს ნაძირალები უწოდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|