პატიმართა წამების საქმეზე კიდევ ერთი პირი - მამუკა ჩხიტუნიძე დააკავეს.
როგორც პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დაკავებული გლდანის მერვე საპყრობილის კონტროლიორი იყო.
პროკურორის
ინფორმაციით,
მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც წამებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სულ 12 პირია
დაკავებული. პატიმართა წამების ვიდეო ფირზე გადამღები ვლადიმერ ბედუკაძე კი
ბრიუსელში იმყოფება. ქართული მხარე მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხზე
მუშაობს.
internet.ge