გოგა ხაინდრავა კანონიერი ქურდების დახმარებით ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას გეგმავდა
17:51 25.09.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პროკურატურამ ქართველი, ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლების, კერძოდ: კანონიერი ქურდების ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსთან კავშირისა და პირველ ოქტომბერს, არჩევნებთან დაკავშირებით დაგეგმილ დესტაბილიზაციაზე ვიდეო და დოკუმენტური მასალა წარადგინა.
ფრანგული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალიდან ირკვევა, რომ გოგა ხაინდრავა სამხრეთ საფრანგეთში მცხოვრებ კანონიერ ქურდ რამაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა.
გამოძიების ინფორმაციით, თავდაპირველად ე.წ კანონიერი ქურდის ტელეფონზე ხაინდრავამ ზარი განახორციელა და ლორთქიფანიძეს შეხვედრაზე შეუთანხმდა.
ფრანგული მხარის ცნობით, გოგა ხაინდრავა ქურდს მისივე სახლში 2011 წლის 9 ნოემბერს შეხვდა.
შეხვედრას სხვა ქართველი წარმომავლობის ე.წ კანონიერი ქურდებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ლორთქიფანიძის კუთვნილი სახლი იმავე დღეს დატოვეს. ხაინდრავამ კი - 11 ნოემბერს.
ჟანდარმერიის დოკუმენტაციის მიხედვით, საფრანგეთში გასული წლის 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საფრანგეთის პოლიციამ კრიმინალურ ავტორიტეტთა 23 კაციანი ჯგუფი აიყვანა მათ შორის რევაზ ლორთქიფანიძე, რომელმაც სამართალდამცავებს ჩვენება არ მისცა.
პოლიციამ ასევე დააკავა ლორთქიფანიძის მძღოლი ვინმე არტურ იუზბაშევი, რომლის ტელეფონიდან ამოღებულ ფოტოებში გოგა ხაინდრავა კანონიერ ქურდებთან ერთად ფიგურირებს.
ხაინდრავასა და ლორთქიფანიძესთან ერთად ფოტოზე გამოსახულნი არიან ის პირები, რომლებიც კანონიერი ქურდის ბინაში იმყოფებოდნენ:
არტურ იუზბაშევი, გოგი მაისურაძე, ვაჟა ბიგანიშვილი, რამაზ ჯინჭარაძე, თამაზ გოგოლაძე სულხან თვალჭრელიძე.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|