ხაინდრავამ დაკითხვაზე დაბარების ოქმის ჩაბარებაზე უარი თქვა
20:32 25.09.2012
|
დღის სიახლეები
|
გოგა ხაინდრავამ პროკურატურის მიერ გაგზავნილ დაკითხვაზე დაბარების ოქმს ხელი არ მოაწერა.
როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, ის საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე ახსნა–განმარტებას საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და მთავრობას მოსთხოვს.
„მაქვს შეკითხვები - თუ რაიმე ეჭვები გაჩნდა ჩემს პერსონასთან, მაშინ რამ განაპირობა, რომ მაშინვე არ დამისვეს კითხვები და ან იმის მერე საფრანგეთში კიდევ ორჯერ ვარ ნამყოფი. რადგან გავრცელდა ფრანგული მხარის მისამართი, ეს უკვე თაღლითობაა, რადგან არანაირი ჟანდარმერია ეს არ არის", - განაცხადა ხაინდარავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ფრანგული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ვიდეო მასალა და დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გოგა ხაინდრავას კავშირი აქვს ე.წ კანონიერ ქურდ რევაზ ლორთქიფანიძესთან.
როგორც ფრანგული ჟანდარმერიის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის დასკვნით ნაწილშია აღნიშნული, ფრანგულმა მხარემ აღნიშნული მასალები კანონიერი ქურდების საქმეში მხოლოდ იმიტომ არ გამოიყენა, რომ ხაინდრავას შეხება არ ქონდა იმ კრიმინალურ საქმეებთან რა მოტივითაც 23 კაციანი კრიმინალური ჯგუფი აიყვანეს.ფრანგული სახელმწიფო ჟანდარმერიის ცნობით, მათ ხაინდრავასადა ე.წ კანონიერი ქურდების შესახებ დამატებითი ინფორმაციაც გაჩნიათ, რომელსაც დეტალურად გაშიფვრის შემდეგ პროკურატურა იგივე გზით მიიღებს, როგორც უკვე გამოქვეყნებული მასალა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|