GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
22:33 25.09.2012
დღის სიახლეები

შს სამინისტრო, ბოლო პერიოდში განხორციელებულ კანონდარღვევებსა და ცალკეული პირების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ: 

სამწუხაროდ ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ძალადობრივი ქცევის შემთხვევებმა, სადაც ხშირად ჩართული იყვნენ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირში შემჩნეული პირები. წინა პერიოდში არსებული მშვიდი გარემოს მიუხედავად,  ციხის სკანდალური კადრების გამოჩენის შემდგომ სიტუაცია დაიძაბა და გაჩნდა აგრესიული, დაშინების, მუქარის და ზოგ შემთხვევებში ძალადობრივი ქმედების ფაქტები.  მათ შორის იმატა  საჯარო მოხელეების და პოლიტიკური პარტიების მხადრამჭერთა მიმართ მუქარებმა და ხშირ შემთხვევებში თავდასხმის ფაქტებმა ან თავდასხმის მუქარებმა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პოლიტიკური აქციების უმეტესობა მშვიდობიან ხასიათს ატარებს ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტების ქცევა პრობლემატური გახდა წინა საარჩევნო პერიოდში. ყველა სამართალდამცავს და პოლიციის ოფიცერს მიეცა განკარგულება შეინარჩუნონ სიმშვიდე და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ პოლიტიკური თვალსაზრისით აქტიურ პერიოდში. ხსენებული კონფლიქტების უმეტეს შემთხვევებში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ დაუპატიმრებიათ და დაუკავებიათ არც ერთი პირი, თუმცა იმ შემთხვევებში, სადაც არსებობდა საშიშროება რომ მომხდარიყო ფიზიკური ძალადობა მოქალაქეების ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ სამართალდამცავები ვალდებული იყვნენ რეაგირება მოეხდინათ, რათა არ გადაიზარდილიყო სიტუაცია უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში.  

ბოლო დროინდელ საქმეებთან დაკავშირებული მაგალითები:

მესტიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს დაემუქრა და ფიზიკურად თავს დაესხა „ქართულ ოცნება"-სთან კავშირში მყოფი პირი; მხოლოდ მეორე მუქარის ფაქტის შემდეგ მოხდა აგრესორის დაკავება პოლიციის მიერ; ხარაგაულში „ქართული ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ და სცემეს ადგილობრივი გამგებელი; ფოთში „ქართული ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს, რომელსაც ეცვა მაისური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სლოგანით; მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის აქტივისტის დაჭერა „ინფო 9"-ს ოპერატორზე განხორციელებული თავდასხმის გამო;

იმ შემთხვევებში, სადაც საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება საშიშროების წინაშე იდგა, პოლიცია ვალდებული იყო მოეხდინა რეაგირება. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ პოლიცია მაქსიმალურად თავშეკავებულად მოქმედებს იმ სიტუაციებში, სადაც მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ. მაგალითად, როდესაც კახა კალაძე დაემუქრა პოლიციელებს და მოხდა მათი მანქანის გარშემორტყმა ქართული ოცნების აქტივისტების მიერ, როდესაც მანქანის ზედაპირზე მუშტის რტყმის პარალელურად ეუბნებოდა მათ, რომ სამაგიერო მიეზღვებოდათ.

პოლიციას  არ დაუპატიმრებია ის პირები, რომლების ამ ინციდენტის ინიციატორებად გვევლინებოდნენ.

კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება კახი კალაძეს. ის მიუძღვებოდა აქტივისტების ჯგუფს  სამტრედიის პოლიციის განყოფილების ბლოკირების მიზნით, რა დროსაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მათ. ხსენებული ჯგუფიდან დაიკითხა ერთი ყველაზე აგრესიულობით გამორჩეული პირი  და განთავისუფლებულ იქნა პოლიციიდან. დემონსტრაცია გაგრძელდა დაკავებებისა და დაპატიმრებების გარეშე.  

არცერთი დაკავება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, არამედ მოხდა რეაგირება გარკვეულ ინციდენტებზე. პოლიცია განაგრძობს კანონის დაცვას და უზრუნველყოფს, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს და პოლიტიკურ პარტიას ქონდეს შესაძლებლობა აწარმოოს საარჩევნო კამპანია  მშვიდ და დაცულ გარემოში," - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ევროკავშირი საქართველოს შს სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს1
შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს2
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა მმართველი პარტიის შეხედულებებს ემხრობა3
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ახალი სერვისის პრეზენტაცია გაიმართება4
პრეზიდენტი ოზურგეთში იმყოფებოდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X