იურისტები
ურჩევენ ჟურნალისტს სამართლებრივი გზით აგებინოს პასუხი კიევი-პეჩორის ლავრის
მოძღვარს და მისი დაკავება მოითხოვოს.
მაქსიმალური
სასჯელი, რაც შეიძლება მეუფე პავლეს სასამართლომ გამოუტანოს, არც მეტი, არც
ნაკლები, 10 წელია.
ჟურნალ
კორესპონდენტის ჟურნალისტის, ქსენია კარპენკოს ადვოკატი ამბობს, რომ მეუფის
ქმედება რამდენიმე მუხლით შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
თუმცა
საუკეთესო შემთხვევაშიც, მისი ქმედება ქურდობად შეიძლება დაკვალიფიცირდეს, რაც
ჯარიმითა და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თუმცა ადვოკატის თქმით,
მომხდარზე საქმე ყაჩაღური თავდასხმისა და სხვისი ქონების დაუფლების მუხლითაც თავისუფლად შეიძლება აღიძრას, თანაც
ძალადობისა და მუქარის გამოყენებით.
მეუფის
წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსების მოთხოვნის მიზეზი კი ინცინდენტი გახდა,
რომელიც კიევი-პეჩორის ლავრის სიახლოვეს მოხდა.
ქსენია
კარპენკო ამბობს, რომ ის მეუფე პავლესგან კომენტარის მოპოვებას ცდილობდა, როცა
ეკლესიის მატერიალურ მხარეზე სტატიას წერდა. ხოლო როცა მას კითხვა დაუსვა - რატომ
დადიან სასულიერო პირები ასეთი ძვირფასი მანქანებით, მეუფე აგრესიული გახდა,
შემდეგ კი ჟურნალისტს ფიზიკურადაც შეეხო - ხელები გადაუგრიხა და წაართვა ტელეფონი,
რომელშიც ის ინტერვიუს იწერდა.
თავად
მეუფის ვერსია სხვაგვარია. ის ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი მის მანქანაში შეღწევას
ცდილობდა და ხელებიც დაუკაწრა, რის გამოც, მეუფე, თითქოსდა იძულებული გახდა,
პოლიცია გამოეძახებინა.
მომხდართან
დაკავშირებით სასულიერო პირმა უკრაინის პრეზიდენტს და რადას თავმჯდომარესაც კი
მიმართა თხოვნით „ალაგმოს თავგასული ჟურნალისტები“.
internet.ge