შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ფრანგული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებულ მასალებთან დაკავშირებით, გიორგი ხაინდრავას
ხელმეორე დაკითხვა ხვალ იგეგმება.
სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის პოლიციის
მიერ საქართველოს
სამართალდამცავი
ორგანოებისთვის
მოწოდებული
მასალების
საფუძველზე
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.
„საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ საქართველოს სამართალდამცავი
ორგანოებისთვის
მოწოდებული
მასალების
საფუძველზე
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება. ამ საქმესთან დაკავშირებით დღეს სამართალდამცავი
ორგანოების
მიერ განხორციელდა გიორგი ხაინდრავას პირველადი დაკითხვა. საქართველოს მთავარი პროკურატურა და შინაგან
საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ზემოთ აღნიშნული მასალების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას. გიორგი ხაინდრავას შემდგომი დაკითხვა 27 სექტემბერს შედგება“,-
აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ფრანგული ჟანდარმერიის
მიერ მოწოდებული ვიდეო მასალა და დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გოგა
ხაინდრავას კავშირი აქვს ე.წ კანონიერ ქურდ რევაზ ლორთქიფანიძესთან.
internet.ge