ფარული ჩანაწერების მიხედვით 3 ოქტომბერს საქართველოში ლაშა შუშანაშვილი უნდა ჩამოსულიყო
ფარულ აუდიოჩანაწერებში, კანონიერი ქურდის - დავით ხიზანიშვილისა და
კრიმინალური ავტორიტეტის - ლევან რევიშვილის საუბრებია ჩაწერილი.
საუბრებიდან ირკვევა, რომ ხიზანიშვილს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი
ჰყავდა მობილიზებული, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
როგორც ცნობილი გახდა, დავით ხიზანიშვილი, კანონიერი ქურდის ლაშა
შუშანაშვილის სახელით მოქმედებდა.
ჩანაწერებში, თავდაპირველად ხიზანიშვილი გივი ბლიაძეს უკავშირდება,
შემდეგ ვოვა ერემიანისა და ლევან რევიშვილის საუბრებია ჩაწერილი. "რაც დამავალა
ხიზანამ ყველაფერი შევასრულე, ყველა ოცნებას აძლევს ხმას",- ამბობს ჩანაწერებში
ერემიანი. ასევე გამოქვეყნებულია ზაზა ჯიმშიტაშვილისა და რევიშვილის ჩანაწერი,
სადაც საუბარი ეხება ამომრჩევლების გადმობირების საკითხს.
ამავე ჩანაწერებით ირკვევა, რომ 3 ოქტომბერს კანონიერი ქურდი ლაშა
შუშანაშვილი, თავის თანმხლებ პირებთან ერთად, საქართველოში აპირებდა დაბრუნებას.
internet.ge