შინაგან საქმეთა სამინისტრო კოალიცია „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერ კახი კალაძისა და რვა ე.წ კანონიერი ქურდის უცხოეთში შეხვედრის ამსახველ
აუდიომასალას აქვეყნებს.
როგორც ჟურნალისტებს დეტექტივმა ლევან წიკლაურმა განუცხადა,
ოპერატიული აუდიომასალიდან ირკვევა
კალაძის ახლო დამოკიდებულება კრიმინალურ წრესთან.
გავრცელებულ სატელეფონო საუბარში კალაძე ჯერჯერობით დაუდგენელ პირებს
უყვება ევროპის ქვეყანაში გამართული შეხვედრის შესახებ.
კახი კალაძე: იმ
დღეს, მე რომ ჩავედი იმასთან, დავიძინე ცოტა და მერე ჩავედი ქვემოთ რა და რვა სული
ქურდი სიმონ, ჩამეხუტნენ, გადამეხვივნენ, გადამკოცნეს და აბა თქვენ იცითო!!!.
უცნობი პირი: ქუთაისელები იყვნენ?
- კი, - ჩაკვეტაძე, ნემსიწვერაძე, თელაძე...
- ხო...
- კი
- არსენას ბიჭი ხო?
- ა? ხო
- არსენას ბიჭი, ჯემალი
- რომ ვთქვი, რომ ცუდი ამბავია მეთქი, ვინმემ ხომ არ გადაიღო მეთქი
რაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და კანონიერი
ქურდების კავშირების დამადასტურებელი აუდიოომასალა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
როგორც ჟურნალისტებს დეტექტივმა ლევან წიკლაურმა განუცხადა, დღეს
გამოქვეყნდა ოპოზიციური ძალებისა და ე.წ ავტორიტეტების შეხვედრებისა და კავშირების
ამსახველი სამი ვიდეომასალა.
internet.ge