შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23
სექტემბერს დაკავებული ე.წ კანონიერი ქურდი დავით ხიზანიშვილი უცხოეთში მცხოვრებმა
კრიმინალურმა ავტორიტეტებმა სკაიპის საშუალებით „ქურდად“ მონათლეს.
როგორც პოლიციაში განმარტავენ, აღნიშნულ ხერხს, კანონიერმა ქურდებმა
იმ მიზეზით მიმართეს, რომ მათ საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში კრიმინალური
წარმომადგენელი არ ჰყავდათ.
სამინისტროს ინფორმაციით, ხიზანიშვილი ორგანიზებულ-კრიმინალურ
ჯგუსფს ხელმძღვანელობდა.
დაკავებული კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის სახელით მოქმედებდა
და მოქალაქეების დაშინებას ეწეოდა, რომ არჩევნებზე ოპოზიციისთვის მიეცათ ხმა.
internet.ge