შს სამინისტრომ ყოფილი დეპუტატი დააკავა
13:16 26.09.2012
|
დღის სიახლეები
|
შს სამინისტრომ დააკავა კახი კალაძის მხარდამჭერი ავთანდილ თევზაძე. თავად კალაძე ავრცელებს ინფორმაციას, თითქოსდა ის მისი შტაბის უფროსი იყო, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციით, კალაძის შტაბის უფროსი გახლავთ კაშია, რომელიც ამ დროისთვის დაკავებული არ არის.
რაც შეეხება თევზაძეს, იგი დაკავებულია ინტერნეტ-ტელევიზია ITV-ის ჟურნალისტის შეურაცხყოფისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის.
თუმცა, შესაძლოა თევზაძეს ბრალი დაუმძიმდეს, ვინაიდან ცნობილია, რომ თევზაძეს კალაძემ გადასცა 150 000 დოლარი პირადი ჰონორარის სახით და ასევე ამომრჩევლების მოსასყიდად, რისთვისაც დამატებით კიდევ ამდენივე თანხა უნდა გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ თევზაძე გახლავთ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის თანაგუნდელი და პარლამენტის წევრი. მას იმ დროიდან არაერთი მსხვილი ბიზნესი აქვს საქართველოში.
თევზაძე ეჭვმიტანილი იყო არჩევნების გაყალბებაში.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|