მძარცველები,
რომლებიც ფულის გამოსატანად ბანკომატის აფეთქებას
ცდილობდნენ, შემთხვევით მთლიანი ბანკი ააფეთქეს.
სავარაუდოდ
შენობის დაზიანება ზედმეტი ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებამ გამოიწვია.
ინციდენტი
გერმანიის ქალაქ დარუფში, გვიან ღამით მოხდა. ქვეყნის სამართალდამცავთა განცხადებით,
თავდამსხმელები იმ ბანდის წევრები არიან, რომლებიც მსგავსი სახის ძარცვებს ახორციელებენ,
თუმცა მათი დაკავება სამართალდამცავებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.
Internet.ge