10 წლის ბავშვი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთში. ბავშვს Volkswagen-ის მარკის ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, იგი ბებიასთან ერთად გზის სავალ
ნაწილზე იდგა, როცა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ, საპატრულო პილიციისა და
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ
მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი უკვე დაკავებულია. ავარიის
ადგილზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.
Internet.ge