საქართველოს პროკურატურა ქუთაისის მე-16 საპყრობილის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში, დღეს გამთენიისას დაკავებული არიან პატიმართა მიმართ
არაადამიანურ მოპყრობასა, წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული 4 პირი.
ესენი არიან: ქუთაისის მე-2 საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის
უფროსი დავით ნარსია, ამავე საპყრობილის მორიგე ინსპექტორები: ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.
აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის მე-2 საპყრობილის ტერიტორიაზე.
გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 16 პირი, მათ შორის
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.
გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ დამატებით
გეცნობებათ," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
internet.ge