ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე თავისი ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე
და ამ შედეგებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურ სამყაროსთან
კავშირებზე საუბრობს.
მისი თქმით, ივანიშვილის ბანკი „როსიისკი კრედიტ“ და მისი ცენტრალური
ფიგურები დაკავშირებული არიან რამდენიმე არათუ სისხლის სამართლის საქმესთან,
არამედ სისხლის სამართლის ეპოქებთან.
ერთ-ერთი ასეთი საქმე კი გახმაურებული, საერთაშორისო დონის სკნადალი
„ანგოლაგეიტია“, რომელიც 90-იან წლებში ანგოლაში იარაღით უკანონო ვაჭრობას
ეხებოდა. სკანდალი, ძირითადად, ფრანგ
ბიზნესმენებსა და ჩინოვნიკებს ეხებოდათ.
საუბარი იყო რუსეთიდან ანგოლაში იარაღის არალეგალურ შეტანაზე. საქმის მთავარი
ფიგურანტი არკადი გაიდამაკი იყო, რომელსაც რუსეთში ბევრი აფერისტს უწოდებდა.
სწორედ ამ გაიდამაკის მთავარი პარტნიორი იყო ივანიშვილის „როსიისკი კრედიტი“
და თავად ივანიშვილი. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას აქვს ამ საქმეზე სასამართლოს
განაჩენის ასლი და მასში ივანიშვილის ბანკი არათუ ხშირად მოიხსენიება, არამედ
მთავარ ბანკად სახელდება.
თავის მხრივ, გაიდამაკს ახლო კონტაქტები აქვს რუსეთის უმსხვილეს
კრიმინალურ ავტორიტეტთან „ტაივანჩიკთან“.
ივანიძის თქმით, ერთ-ერთ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა, თქითოსდა,
თავის დაზღვევაც სცადა და განაცხადა, რომ როცა გაიდამაკის იარაღით ვაჭრობის
საქმიანობის შესახებ შეიტყო, მასთან კავშირი გაწყვიტა. არადა მანამდე, მან „როსიისკი
კრედიტის“ 25% მიჰყიდა ამ ადამიანს.
თუმცა ჟურნალისტი აცხადებს, რომ ივანიშვილმა ყველაფერი იცოდა. გახსნეს
საყრდენი ბანკები, რომლებიც ამ საქმისთვის ხსნიდნენ ანგარიშებს, ანუ ივანიშვილი
ამაში ჩართული იყო - აცხადებს ის.
ამასთან, არსებობს ოფიციალური დოსიე გაიდამაკის მოღვაწეობაზე, რომელიც
ფრანგ ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელთ და მასში საუბარია გაიდამაკის კავშირებზე
რუსეთის ორგანიზებულ დანაშაულთან.
დოსიეში წერია, რომ, გაიდამაკს აქვს კავშირი რუსეთის ორგანიზებული
დანაშაულებრივი წრის რამდენიმე წევრთან: ალიმჟან ტოხტახუნოვთან, იგივე
„ტაივანჩიკის“ სახელით ცნობილ ე.წ. კანონიერ ქურდთან და ბორის ივანიშვილთან, ბანკ
„როსიისკი კრედიტის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელთან, რომელიც პირდაპირაა
კავშირში რუსეთის ორგანიზებულ დანაშაულთან.
ამ დოსიეში კრიმინალური ავტორიტეტი „ტაივანჩიკი“ და ბიძინა ივანიშვილი
ერთად არიან მოხსენიებულნი, როგორც დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლები.
იხ. წყარო
Internet.ge