ჩრდილოეთ გერმანიის
მოქალაქე ხუთი ახალშობილი შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 28 წლის ქალმა ორი
ბავშვის მკვლელობა უკვე აღიარა.
გარდაცვლილი ბავშვები
პოლიციამ სხვადასხვა დროს აღმოაჩინა. პირველი შვილი მან 2006 წელს მოკლა და ქაღალდის
გადამამუშავებელ ქარხანასთან გადამალა, ხოლო მეორე – 2007 წელს ავტოსადგომზე.
უკანასკნელი სამი
გარდაცვლილი ბავში პოლიციამ მისივე სახლში აღმოაჩნა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს
გამოძიება, რათა დადგინდეს, თუ რა მიზეზით მოკლა ქალმა შვილები. ერთ-ერთი
ვერსიით ის ბავშვებს კლავდა, რადგან მის მეუღლეს შვილი არ უნდოდა. ჯერ-ჯერობით ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება.
წყვილს უკვე ჰყავს ორი, 8 და 10 წლის შვილი.
internet.ge