პირველადი
ინფორმაციით, პატიმრები ციხის მცველებს დაესხნენ თავს და გარე პერიმეტრზე
გააღწიეს.
შედეგად,
შეიარაღებული ამბოხების შემდეგ, ერაყის ციხიდან 200 პატიმარი გაიქცა -
იუწყება CNN.
გაქცევა
ბაღდადის სიახლოვეს მდებარე ციხე ტიკრიტიდან მოხდა.
ვითარება ამ
დროისათვის ბოლომდე გარკვეული არ არის.
ერთ-ერთი
ვერსიით, ციხეში ბოევიკებმა შეაღწიეს მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა-ტერორისტმა
შესასვლელი კარი ააფეთქა.
მეორე
ვერსიით კი შეტაკება ბოევიკებსა და ციხის მცველებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც
ციხის ხელმძღვანელობასა და მცველებს პატიმრები დაესხნენ თავს.
Internet.ge