შსს
სიღნაღის რაიონულ სამმართველოში ნიკოლოზ მოსულიშვილის ცემის ფაქტზე
გამოძიება
დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ქვემო მაჩხაანში
მცხოვრებმა
გია ჭუჭულაშვილმა
"112"-ის
ოპერატორს
განუცხადა, რომ ნაცემი
არის ამავე სოფლის მკვიდრი კოალიცია „ქართული ოცნების " წევრი ნიკოლოზ თეიმურაზის-ძე მოსულიშვილი.
„დადგინდა,
რომ მოსულიშვილი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, სცემეს უცნობმა ნიღბიანმა პირებმა. მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით“,- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
Internet.ge