ამერიკის
შეერთებული შტატების მედიასაშუალება “Fox News” პირდაპირ ეთერში თვითმკვლელობის კადრების
ჩვენებისათვის ბოდიშს იხდის.
ტელკომპანია
პოლიციის მიერ მანქანის გამტაცებლის დევნას ვერტმფრენიდან იღებდა და პირდაპირ
ეთერში აშუქებდა. მოულოდნელად დამნაშავე მანქანიდან გადმოვიდა და თავი მოიკლა.
გადაცემის
წამყვანმა შეპარტ სმიტმა მოგვიანებით მაყურებელს ბოდიში მოუხადა. „ჩვენ მართლაც
უსიამოვნება შეგვემთხვა, რის გამოც ძალიან ვწუხვართ, ეს ტელევიზიას გამიზნულად არ
გაუკეთებია“ , – განაცხადა მან.
პოლიციის
წარმომადგენლის თქმით, მანქანის გამტაცებლის ვინაობა ჯერ არ დაუდგენიათ. ის
ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა არიზონას შტატში მოხდა.
internet.ge