50 წლის
კორეელი ჩოი გეპ ბოკი, რომელიც ქურდობისთვის იყო დაპატიმრებული, იოგის წყალობით
უმცირესი ზომის სარკმლიდან გაძვრა და გაიპარა.
მან მცველს
მტკივანი სახსრებისთვის კრემი სთხოვა, რომელიც შემდეგ ტანზე წაისვა და უპრობლემოდ
გაძვრა სარკმლიდან, რომლის ზომაც 15სმ/45 სმ-ზეა. ეს ყველაფერი მან 34 წამში
მოახერხა.
მხოლოდ ქვედა
საცვლების ამარად გაქცეული პატიმარი მალევე დაიჭირეს. მისი შესაძლებლობებიდან
გამომდინარე კი უფრო „მკაცრი პირობების“ საკანში მოათავსეს, რომელსაც გაცილებით
მცირე ზომის სარკმელი აქვს.
Internet.ge