პოლიციამ
იმ მამაკაცის ვინაობა დაადგინა, რომელმაც პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა. 33 წლის
ჯოდონ რომეო, სამართალდამცავების მიერ მრავალი დანაშაულებრივი ქმედებისათვის
იძებნებოდა.
შეგახსენებთ,
მამაკაცი სამართალდამცავებს ავტომანქანის მოპარვის შემდეგ გაექცა, თუმცა, მას შემდეგ,
რაც მიხვდა, რომ ვეღარ დაიმალებოდა, მოულოდნელად მანქანიდან გადმოვიდა და იარაღით
თავი მოიკლა.
აღნიშნულ
კადრებს ამერიკული მედიასაშუალება „ფოქსნიუსი“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
მოგვიანებით ტელევიზიამ ვიდეოს გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადა.
Internet.ge