ყველა
ადამიანი, ვინც იაპონელ „ღვთიურ მკურნალთან“ სეანსი ჩაიტარა, სიკვდილამდე ნაცემი
მიდიოდა შინ.
65 წლის
თვითნასწავლი ეგზორცისტი საჩიკო ეტო ამის გამო სიკვდილით დაისჯება. მას განაჩენი
უკვე გამოუტანეს.
გამოძიებამ
დაადგინა, რომ მან 6 ადამიანი მოკლა.
თუმცა ეს არ
არის ახალი დანაშაული და ის 1994-1995 წლებში მოხდა.
საჩიკო, მისი
ქალიშვილი და „სწავლების“ რამდენიმე მიმდევარი პაციენტებს სიკვდილამდე სცემდნენ.
ჯოხით ცემას ეშმაკის განდევნის რიტუალი ერქვა, რომელიც ეტოს სახლში ტარდებოდა.
განაჩენის
გამოტანის მიუხედავად, ამ დრომდე გაურკვეველია თავად ეტოს ქმრის ბედი, რომელიც
1992 წელს უცნაურად გაუჩინარდა. ვარაუდობენ, რომ ისიც ცოლის მსხვერპლი გახდა.
საჩიკო ეტო
პირველი ქალია ბოლო 15 წლის განმავლობაში, რომელსაც სიკვდილით დასჯიან. მისი
ქალიშვილი და მკვლელობაში მონაწილე სხვა პირები კი დარჩენილ ცხოვრებას სამუდამო
პატიმრობაში გაატარებენ.
Internet.ge