შს სამინისტრო პოლიციის მიერ საარჩევნო უბნებზე ძალის გამოყენებასა და ცეცხლის გახსნას უარყოფს
შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ.
"რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს
პოლიციის ქვედანაყოფებმა საარჩევნო უბნების მიდამოებში ძალა გამოიყენეს და ცეცხლი
გახსნეს არის სიცრუე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულად
უარყოფს. პოლიციელები ახორციელებდნენ იმ უბნების გარე პერიმეტრების დაცვას
სადაც დაფიქსირდა გარკვეული პრობლემები.
ადგილი არ ქონია არავითარი იარაღის და
სპეცსაშუალებების გამოყენებას. ყველა უბანზე, საიდანაც შემოვიდა პოლიციაში
განაცხადი და შესაბამისად, მოხდა მობილიზება შეკრებილი აქტივისტები დაიშლნენ
ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. "
internet.ge