უცნობი შეიარაღებული
პირი ნიგერიაში, სტუნდენტურ საცხოვრებელს დაესხა თავს და ოფიციალური ინფორმაციით, მინიმუმ
20 სტუდენტი მოკლა. თუმცა გაცილებით მძიმე სურათზე საუბრობს უნივერსიტეტის ლექტორი,
მისი განცხადებით, მოკლულია ორმოცამდე სტუდენტი, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით
ოფიციალური პირების მიერ არ დასტურდება.
ლექტორის განცხადებით,
რომელმაც ანონიმურ წყაროდ დარჩენა მოითხოვა, სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა
თავდამსხმელმა სტუდენტებს აიძულა ერთ მწკრივად დალაგებულიყვნენ, სათითაოდ გამოსულიყვნენ,
სახელები ეთქვათ და ამის შემდეგ კლავდა. მისივე
თქმით, მამაკაცმა სტუდენტები იარაღითა და დანით მოკლა, ზოგიერთი მათგანი კი გაათავისუფლა.
ანონიმური წყაროს
ინფორმაციით, გაურკვეველია თავდასხმის მიზეზი, თუმცა, მისი ვარაუდით, ეს არ იყო რელიგიური მოტივით განპირობებული,
რადგან მან მოკლა როგორც მუსულმანი, ასევე ქრისტიანი სტუდენტები.
ქალაქის მაცხოვრებლების
განცხადებით, სროლები ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ხელისუფლება შემთხვევას იძიებს. მათ განუსაზღვრელი ვადით
კომენდანტის საათი გამოაცხადეს. სავარაუდოდ, თავდასხმა „Boko Haram Islamist“–
ის მიერ მოხდა, რომელებიც სტუდენტებს ადრეც დაესხნენ თავს.
internet.ge