ქინძმარაულის ქუჩაზე, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა კომპანიიდან 40 000 ლარი გაიტაცეს
თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა. არსებული
ინფორმაციით, გუშინ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 8 პირი ფქვილის მწარმოებელ
ფირმა „უიდუსში“ შეიჭრა. შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა 40 000 ლარის გატაცება შეძლეს.
როგორც სადისტრიბუციო ფირმის თანამშრომლები ყვებიან, უცნობმა პირებმა
მომსახურე პერსონალი გაკოჭეს და იარაღის მუქარით აღნიშნულ თანხასთან ერთად მათი
პირადი ნივთებიც წაიღეს.
კომპანიიის თანამშრომელთა განცხადებით, ბოროტმოქმედები კარგად იყვნენ
ინფორმირებულნი თუ რა დროს შევიდოდა დაწესებულებაში საინკასაციო თანხა.
არსებული ვერსიით, თავდამსხმელებმა შენობაში შეღწევა მთავარი
შესასვლელი კარიდან შეძლეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
Internet.ge