ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი ნიკოლოზ ჯანჯღავა 20 აგვისტოს,
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს შსს პრესამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა.
მახარაძის
განცხადებით, ჯანჯღავას ბრალი სსკ-ის 173-ე მუხლით აქვს წაყენებული.
„ამჟამად ის
პატიმრობაში იმყოფება, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას 19 ოქტომბერს დატოვებს“,-
განაცხადა მახარაძემ.
internet.ge