საერთაშორისო
დამკვირვებლების, არასამთავრობოებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების მოწოდებების მიუხედავად,
საარჩევნო კომისიის წევრებზე, საჯარო მოხელეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებულ
მაჟორიტარ კანდიდატებზე დაშინებისა და ფიზიკური ანგარიშწორების მუქარა გრძელდება.
ამის შესახებ დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სპიკერმა, ჩიორა
თაქთაქიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიული
არჩევნების ჩაშლას აქვს ადგილი, იმ არჩევნების, რომელიც საქართველოს ისტორიაში
პირველად სამართლიანად და გამჭირვალედ შეფასდა.
თაქთაქიშვილის
განცხადებით, დღეს ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებულ მაჟორიტარ
დეპუტატობის კანდიდატს ყოფილი მხედრიონის წარმომადგენელი თემურ გერგაია პირადი
ანგარიშსწორებით დაემუქრა.
ყოფილი დეპუტატის
ინფორმაციით, წუხელ, ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი ჯუმბერ
გელაშვილი საარჩევნო ოლქის თავმჯდომარეს, სეირან
კულეგიანს შეხვდა, პირადი ტელეფონი გამოართვა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა
თუ ის, კანონს არ დაარღვევდა და ნინოწმინდის შედეგებს არ გააუქმებდა.
„დღეს დილას, ამავე
ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალბერტ მურვეკინი
კომისიის თავმჯდომარეს, სეირან კურეგიანს სახლისა და პირადი ფერმის გადაწვით
დაემუქრა. ამასთან, წუხელ გარდაბანში, „ქართული
ოცნების“ მარტყოფის კორდინატორი ამირან ტოტიკაშვილი და კორუმპირებული მებაჟე ზურაბ კუბლაშვილი სხვადასხვა
სოფლების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს შეხვდნენ და მათ ფიზიკური
ანგარიშსწორებით დაემუქრენ თუ ისინი არ იტყოდნენ, რომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ“, - დასძინა
თაქთაქიშვილმა.
„ნაციონალური
მოძრაობის“ წევრის ინფორმაციით, გარდაბანში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი
დეპუტატი მამუკა არეშიძე ხალხს შეკრებისკენ და კომისიაზე ზეწოლისკენ მოუწოდებს.
„ბოლნისში, საარჩევნო
ოლქები ალყაშია მოქცეული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ, რომლებიც აგრესიით
გამოირჩევიან და ისმის მუქარა. ბოლნისის ცენტრში სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს.
ასევე, დედოფლისწყაროში ხალხს მოუწოდებენ ხმის გამაძლიერებილით, რომ გამოვიდინენ
და არჩევნების შედეგები გააპროტესტონ. გუშინ,
სიღნაღში ოლქის კოსმიის თავმჯდომარის, მამუკა კორაშვილის მეუღლეს ტელეფონით
დაურეკეს და მის ოჯახის წვერებს ანგარიშსწორებით დაემქურნენ თუ არჩევნების
შედეგებს არ შეცვლიდნენ“, - დასძინა მან.
თაქთაქიშვილის თქმით, სოფელ
საბათლოს რწმუნებულს არტან ქაივაზიანს
ანგარიშწორებით ემუქრებიან.
internet.ge