მოსკოველი
მამაკაცი 6 საათის განმავლობაში სასტიკად აწამებდა შეყვარებულს, რომელიც
ფოტომოდელია.
თუმცა სასამართლომ მას მხოლოდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, მანიაკმა კი იმ ღამეს მორიგ
მსხვერპლზე გამარჯვება იზეიმა.
მორიგი მსხვერპლი კი სწორედ აღნიშნული ფოტომოდელი აღმოჩნდა, რომელიც სასჯელისგან
თავის არიდების მიზნით დიმიტრი ტროშინმა სასამართლოს სხდომამდე ცოლად მოიყვანა.
თუმცა ყველაზე უცნაური ამ პროცესის მონაწილეთათვის ის აღმოჩნდა, რომ სასამართლომ
მისი ეს „ალიბი“ გაიზიარა და ტროშინი არ დასაჯა.
გადაწყვეტილებაზე ვერც იმან იმოქმედა, რომ ვალენტინა აკინშევა საავადმყოფოში უმძიმესი ტრავმებით მოხვდა, საიდანაც ინვალიდი
გამოვიდა.
ამასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ დიმიტრი ტროშინი
პარანოიდალური შიზოფრენიით არის ავად და საზოგადოებისთვის საშიშია. მაგრამ
სასამართლომ აქაც უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: ექიმები მამაკაცის იძულებით
მკურნალობას მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ფსიქიური ავადმყოფი ყოველგვარი
პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
ჟურნალისტურმა გამოძიებამ კი ცხადყო, რომ ვალენტინა აკინშევა მანიაკის, უბრალოდ,
მორიგი მსხვერპლია.
საქმე კონტროლქვეშ საზოგადოებრივი პალატის წევრებმა აიღეს, რომლებიც აცხადებენ,
რომ ტროშინის ყველა ყოფილი და მომავალი მსხვერპლი - მოსამართლის კისერზეა.
Internet.ge