Nissan Cefiro-ს მძღოლი ალმატი-ჯანდოსოვის ტრასაზე
ფეხით მოსიარულე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ქალს დაეჯახა, რომელიც ავარიის
შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც გაირკვა, ქალი სამანქანო გზაზე მოულოდნელად
გადმოხტა, ისე, რომ მძღოლმა ავარიის თავიდან აცილება ვეღარ მოახერხა.
შემთხვევის
ადგილზე დაღუპულის და და მამა მივიდნენ, - ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში,
რომლებიც ცხედართან მცირე ხნის დუმილის შემდეგ, ასევე უსიტყვოდ უკან გაბრუნდნენ.
Nissan Cefiro-ს მძღოლი არ დაუკავებიათ. სამართალდამცველები
მომხდარის გარემოებებს იკვლევენ.
Internet.ge