პრემიერ-მინისტრის კორტეჟის მიერ დაზარალებული დედა-შვილი ფულად კომპენსაციას მიიღებს
კამჩატკელი
ოლგა კუკლინა, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის
კორტეჟის ავტომანქანა დაეჯახა, კომპენსაციად 385 ათას რუბლს მიიღებს.
კუკლინამ
კომპენსაცია სასამართლოს წესით მოითხოვა, თუმცა შემდეგ კამჩატკის მხარის
ხელმძღვანელობამ დაზარალებულთან შეთანხმება სცადა, თუმცა ამ შემთხვევაში ფულს არა
კორტეჟის ავტომანქანის მძღოლი, არამედ მანქანის მეპატრონე ადგილობრივი ავტობაზა
იხდის.
მას
შემდეგ, რაც საკუთარი ავტომანქანის საჭესთან მჯომ კუკლინას მედვედევის კორტეჟის
მანქანა დაეჯახა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულის დაყოლიებას ცდილობდა.
ქალი, რომელსაც ავარიის მომენტში მანქანაში მცირეწლოვანი ბავშვიც ეჯდა, გაცილებით
მეტ თანხას მოითხოვდა, ადგილობრივი ხელისუფლება ბევრს ევაჭრა და 6-ჯერ ნაკლებ
თანხაზე და დავის სასამართლოს გარეშე
გადაწყვეტაზე დაიყოლია.
რაც
შეეხება მედვედევის კორტეჟის მძღოლს, რომლის ბრალიც იყო ავარია, ყოველგვარი
პასუხისმგებლობა აარიდეს, ხოლო როგორც კუკლინას ადვოკატი ამბობს, მან ისიც არ
ჩათვალა საჭიროდ, რომ ქალისთვის ბოდიში მოეხადა.
Internet.ge