მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტის ტერიტორიაზე პაკეტი იპოვეს, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, ტროტილი იდო.
ინფორმაციას უკვე ადასტურებს მოსკოვის პოლიცია. შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებს აქვთ ბლოკირებული.
მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერება იმ ადგილას იყო, საიდანაც მოსკოვის მიმართულებით ავტობუსები მიდიან.
სატრანსპორტო პოლიციამ უკვე შეამოწმა აეროპორტის ტერიტორია, თუმცა საეჭვო აღარაფერი დაფიქსირებულა. მომხდარის გამო არ შეფერხებულა რეისები.
internet.ge