დაუდგენელმა პირებმა ქუთაისი-სოხუმის
მაგისტრალური გაზსადენის 98-ე კილომეტრზე გამავალი ბუნებრივი აირის მილის მოპარვა
სცადეს.
გამომდინარე იქიდან, რომ მილში ბუნებრივი აირი
გადიოდა, მისი გაჭრის შემდეგ გაზმა გაჟონა და ცეცხლი გაჩნდა.
ადგილზე სამაშველო, საზანძრო და კომპანია
„სოკარის“ თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.
გარდა აღნიშნულისა, როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს
ზუგდიდიდან აცნობეს, სამარშუტო ტაქსებსა
და მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ
გამოჩნდნენ ე.წ ჯიბის ქურდები.
რამდენიმე მოქალაქემ ზუგდიდის პოლიციას
პირადი ნივთბისა და თანხის მოპარვის შესახებ აცნობა.
Internet.ge