ცესკო: საარჩევნო კომისიის შენობიდან არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაიტაცეს
გორის
#32 საოლქო საარჩევნო კომისიაში განხორციელებულ ქურდობასთან დაკავშირებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განცხადება გაავრცელა.
აღნიშნულ განცხადებას „ინტერნეტ.ჯი“
უცვლელად გთავაზობთ.
„ჩვენთვის
ცნობილი გახდა, რომ 2012 წლის 8 ოქტომბრის დილას, გორის #32 საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში მისულ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, კომისიის შენობა დახვდათ გაძარცვული და აღარ დახვდათ სამუშაო ოთახებში განთავსებული ინვენტარი.
როგორც
ირკვევა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან გატაცებულია სამი კომპიუტერი, სადაც ინახებოდა არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია და სხვადასხვა მასალები.
საქმეს
ადგილობრივი
სამართალდამცავები
იძიებენ; შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ“,-
ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge