იზოლატორის თანამშრომლები დაკავებულის თვითმკვლელობაზე პასუხს აგებენ
13:34 09.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ხარკოვის
მილიციის განყოფილებაში დაკავებული პირის თვითმკვლელობის გამო სისხლის
სამართლის საქმე იზოლატორის ორი თანამშრომლის მიმართ აღიძრა.
როგორც
გაირკვა, დაკავებულის არასათანადოდ გაჩხრეკის შედეგად, მას საკანში ფეხსაცმლის თასმის შეტანის უფლება მისცეს,
რითაც მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
მითუმეტეს, ცნობილი
იყო, რომ დაკავებულს იზოლატორში ერთხელ უკვე ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა.
მიუხედავად ამისა, იზოლატორის თანამშრომლებმა ინსტრუქცია არ შეასრულეს, რასაც
უბედური შემთხვევა მოყვა.
Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|